logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია იწყება

1733905767

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ლეონიძის ქ. N11ა-ში არსებული სკვერის, ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნის, მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, იგი მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის მიუხედავად, სკვერი სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა. მივაღწიეთ შეთანხმებას და აღნიშნული ტერიტორია გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, სკვერს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და როგორც გითხარით, პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სკვერი სრულად განახლდება და მოწესრიგდება, მომავალ წელს დასრულდება.

გამოგვყევით