logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

დეკემბერში შუა აზიიდან ტურისტული ჯავშნების 80% გაუქმდა - LBT service Georgia

ჩვენ ვმუშაობთ შუა აზიის, ძირითადად უზბეკეთის ბაზარზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დეკემბერში ტურისტული ჯავშნების 80% გაუქმდა, - ამის შესახებ საერთაშორისო კომპანია LBT service Georgia-ს წარმომადგენელმა  საქართველოში  ნინო  ჯოჯიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სააგენტოში ამ ეტაპზე, არც ერთი ჯავშანი აღარ შემოდის და არანაირი მოთხოვნა არ არის. 

"პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო, რომ ვგმობ იმ პროცესებს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აისახება ყველაფერზე და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე. ქვეყანა ფაქტობრივად გაჩერებულია. ეს ეხება მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს. იანვარშიც გაგვიუქმდა ჯავშნები, თუმცა ჯერჯერობით უმეტესობა ისევ არის. 

ჩვენ ვართ ის სფერო, რომელიც ბიუჯეტში ძალიან დიდი გადასახადებს იხდის და ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა ჩვენზე აისახება. იმ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებსაც არ აქვთ დანაზოგი, სავარაუდოდ, ვერ გააგრძელებენ მუშაობას", - აცხადებს ნინო ჯოჯიშვილი. 

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

გამოგვყევით