logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Uber-მა ქაშმირის ულამაზეს დალის ტბაზე ნავით მგზავრობის სერვისი დაამატა

Reuters-ის  ინფორმაციით, Uber-მა ქაშმირის რეგიონში, დალ ტბაზე, ტრადიციულ შიკარას ნავებზე მგზავრობის სერვისი დაიწყო.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მომსახურება ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტად ითვლება. Uber-ის წარმომადგენლების განცხადებით, სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებლებს ნავები წინასწარ, მინიმუმ 12 საათით ადრე და მაქსიმუმ 15 დღით ადრე უნდა დაჯავშნონ.

Uber-ს უკვე აქვს წყლის ტრანსპორტის სერვისები ლონდონსა და სხვა ქალაქებში, თუმცა ეს ინიციატივა პირველი შემთხვევაა ინდოეთში.

დალის ტბაზე დაახლოებით 4,000 ხის ნავი (შიკარა), ხშირად მდიდრული დეკორაციებითა და ტილოს სახურავებით, ემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

Uber-ი კლიენტებს შიკარას ოპერატორებთან დააკავშირებს, აპლიკაციის მომსახურებაზე საკომისიო არ იქნება. მგზავრობის საფასურის 100% კი  ნავების მეპატრონეებთან დარჩება.

„Uber Shikara ჩვენი მცდელობაა ტექნოლოგია და ტრადიცია გავაერთიანოთ და შიკარათი მგზავრობა ტურისტებისთვის მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ,“ – განაცხადა პრაბჯიტ სინგჰმა, Uber-ის პრეზიდენტმა ინდოეთსა და სამხრეთ აზიაში.

შიკარას ოპერატორები Uber-ის ჩართულობას განსხვავებულად აფასებენ. მათი ერთი ნაწილი  თვლის, რომ სერვისი მათ ბიზნესს გააძლიერებს, რადგან ტურისტებს წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობა მიეცემათ, მეორე კი ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოიტანს.

ფოტო: Reuters

გამოგვყევით