logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პრემიერი ბიზნესკომპანიების ერთობლივ განცხადებაზე - "ჩვენი პასუხია ბიზნესის თავისუფლება განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა"

ჩვენი პასუხია ბიზნესის თავისუფლება განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბიზნესკომპანიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. 

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესის თავისუფლება სრულად იქნება უზრუნველყოფილი. 

"ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანაში. ფაქტობრივად, ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 400-ზე მეტი ბიზნესი ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

გამოგვყევით