logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი არსებითი ინტერვენციების გარეშეც ახერხებს ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას - პრემიერი

ეროვნული ბანკი არსებითი ინტერვენციების გარეშეც ახერხებს ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულისთვის მადლობა გადაუხადა.

"ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენციის განხორციელება გახდა საჭირო. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც მაშინვე, თავად დაიწყო გამყარება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 3-3 პუნქტით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 15 დეკემბერს მოქმედებდა, 2.8448 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0288 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9551 ლარია. მაშინ, როცა 15 დეკემბერს მოქმედი კურსი 2.9842 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0291 ლარი შეადგინა

გამოგვყევით