logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საქართველოში - IT ლიდერია

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საქართველოში - IT ლიდერია

1734360000

საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება IT სექტორშია.  საქსტატის მონაცემებით, სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა და 3 977 ლარს მიაღწია.

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საქართველოში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით); მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით). სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 415.6 ლარი.

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად თითქმის 11%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056 ლარს აღემატება.

გამოგვყევით