შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 5.9 ლარით გაიზარდა და 262.4 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი წლიურად 7.3 ლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის ნოემბერში 232.4 ლარით განისაზღვრა. 2023 წლის ნოემბერში მაჩვენებელი 226 ლარი იყო, 2024 წლის ოქტომბერში კი - 227.2 ლარი იყო.
საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.