logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა ₾2 056 შეადგინა - საქსტატი

III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა ₾2 056 შეადგინა - საქსტატი

1734333240

2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით); 
  • მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით); 
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).

2024 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 451.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 191.5 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 217.0 ლარი (9.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2024 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 182.9 ლარით (9.1%) გაიზარდა და 2 190.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065.8 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 500.5 ლარი, გაიზარდა 16.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.

2024 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 234.0 ლარით (14.8%) გაიზარდა და 1 813.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. 

გამოგვყევით