logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციები 10.4%-ით შემცირდა

ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციები 10.4%-ით შემცირდა

1734356040

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციები 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წელთან შედარებით 10.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიურომ (NBS) გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ოქტომბრის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი 10.3%-ით იყო შემცირებული. გაყიდვების მაჩვენებელი ფართობის მიხედვით იანვარ-ნოემბერში წინა წელთან შედარებით 14.3%-ით შემცირდა, რაც გაუმჯობესებაა იანვარ-ოქტომბერში დაფიქსირებულ 15.8%-იან ვარდნასთან შედარებით.

ახალი მშენებლობები, ფართობის მიხედვით, წლიურ ჭრილში 23%-ით შემცირდა, რაც ასევე ოდნავ აღემატება წინა ათი თვის 22.6%-იან კლებას. ამასთან, უძრავი ქონების დეველოპერების მიერ მოზიდული სახსრები იანვარ-ნოემბერში 18%-ით იყო შემცირებული, რაც უკეთესი შედეგია იანვარ-ოქტომბრის 19.2%-იან ვარდნასთან შედარებით.

პოზიტიური ძვრების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რთული ვითარება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

გამოგვყევით