logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირაში ₾30 მლნ-ის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირაში ₾30 მლნ-ის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა

1734341576

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 10 დეკემბერს 10-წლიანი 30 მლნ ლარის (10.7 მლნ აშშ
დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას GAlt&Taggart-ი ავრცელებს. 

ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.119პპ-ით გაიზარდა და 8.579% შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 10 დეკემბერს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.037პპ-ით გაიზარდა და 7.661% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 17 დეკემბერს, სადაც 6.6-წლიანი 75 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება

გამოგვყევით