Bitcoin-მა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ღირებულება $106 000-ია.
როგორც BBC-წერს, კრიპტოვალუტის ფასი, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, 50%-ზე მეტით გაიზარდა.
ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია განიხილება, როგორც ბევრად უფრო მეგობრული კრიპტოვალუტების მიმართ, ვიდრე ბაიდენის.
„ბევრი ინვესტორი თვლის, რომ წლის ბოლომდე 120,000$-ის მიღწევა შესაძლებელია, ხოლო 2025 წელს მოლოდინი აქვთ, რომ კრიპტოვალუტის ფასი $150,000-ზე მეტი იქნება.”- განუცხადა BBC-ს პიტერ მაკგუაირმა, სავაჭრო პლატფორმა XM.com-დან.