logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, წლის მთავარი HR მოვლენა - HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, წლის მთავარი HR მოვლენა - HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება

1749560201

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზეფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების  ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com.

"8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებათ. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა HR ქეისებია.

ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იქნება საინტერესო HR ქეისებით და ინსპირაციის უდიდესი დოზით.

თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ნეთვორქინგი, გათამაშება და პრიზები.

სპიკერები აქტუალურ თემებზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, თუ როგორ გადაჭრეს და მოაგვარეს სხვადასხვა გამოწვევა.

ღონისძიება ტრადიციულად უამრავი აქტივობით იქნება დატვირთული. მონაწილეებს ელოდებათ ბევრი საჩუქარი და სიურპრიზი.

როგორი იქნება ღონისძიების ფორმატი და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?

  • სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
  • პანელ დისკუსია;
  • ვორქშოპები;
  • HR Expo;
  • სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
  • მუსიკალური ნომრები;
  • გათამაშებები, თქვენ უამრავი საჩუქარი გელოდებათ.

ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ღონისძიების ძირითად ნაწილს საშა კაცმანი, სანდრო ჯეჯელავა და პაატა პაპავა გაუძღვება.

თითოეული მათგანი  სხვადასხვა თემით წარდგება. შემდეგ კი პანელში სასაუბროდ და კონკრეტული ეიჩარ ქეისების მოსაყოლად, სხვადასხვა კომპანიის ეიჩარებსა და დირექტორებს მოიწვევენ. საერთო ჯამში აქტუალურ თემებზე, 6 პანელ დისკუსია გაიმართება.

სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: hrhub.ge/tickets-hr-summit/

 მხარდამჭერებიFitPass ფლომასტერი Self.HR Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო Network • ნეთვორქი Geosoft Cloud • ჯეოსოფტი TreeDesign მადარტი

მედია მხარდამჭერები:ბიზნესპარტნიორი,  ipn.ge ambebi.ge businessinsidergeorgia რადიო იმედი, ფორმულა 

 

 

გამოგვყევით