ჩვენს აუზზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, თუმცა წელს განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი გვყავს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 50%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ აუზი pool 53-ის დამფუძნებელმა ირინა ასკურავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აუზის მომხმარებლები წინა წელს ძირითადად, უცხოელები იყვნენ - ახლა კი, მომხმარებელთა უმრავლესობა ქართველები არიან.
"აქტიურად ვიღებთ წინასწარ ჯავშნებს, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენს აუზზე 80-მდე ადამიანის განთავსების საშუალება გვაქვს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად, სრული პაკეტით სარგებლობდნენ - როგორც აუზით, ასევე ბარის სივრცით. ყოველდღიური ვიზიტების გარდა, აქტიურად ვმასპინძლობთ სხვადასხვა წვეულებებს, მათ შორის, ქორწილს და დაბადების დღეებს. წვეულებებზე დიდი მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არის.
ჩვენ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს ველოდებით, რადგან ფასები თითქმის 5 წელია არ შეცვლილა და შესაბამისად, ყველასთვის მისაღები ფასები და სერვისი გვაქვს", - აცხადებს ირინა ასკურავა.
ცნობისთვის, აუზი pool 53 მცხეთის შესასვლელში, ცნობილი "სალობიეს" მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ობიექტს ერთდროულად დაახლოებით 80 ადამიანის მიღება შეუძლია.