logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ამჟამად, 30%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ და ვცდილობთ, ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ" - სასტუმრო "ზედაზენი"

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა შემცირებულია. ამჟამად 30%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ეს მაჩვენებელი ზაფხულის განმავლობაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერმა ჟანა დოგუზოვამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე შეფასებით, მოთხოვნის შემცირება ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა და გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია. 

"ჩვენი მომხმარებლები როგორც უცხოელები, ისე ქართველები. მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ზაფხულის პერიოდში შედარებით დატვირთული გვაქვს შაბათი-კვირის დღეები, რადგან აუზის გამო ადგილობრივები აქტიურად გვსტუმრობენ. 

რაც შეეხება ფასებს - ჩვენი დღიური პაკეტების ღირებულება გაიზარდა, რადგან ზოგადად ქვეყანაში ყველა პროდუქტის ღირებულება არის გაზრდილი. ჩვენ ბარიც გვაქვს და შესაბამისად, იძულებული გავხდით ფასები გაგვეზარდა. მაგალითად, შარშან თუ 1-დღიანი აუზის აბონემენტი 35 ლარი ღირდა, ახლა 50 ლარი ღირს.

წინასწარი ჯავშნები გვაქვს, მაგრამ მცირე რაოდენობა. ძალიან კარგი იქნება, რომ 30%-იანი დატვირთულობა შევინარჩუნოთ", - აცხადებს ჟანა დოგუზოვამ.

ცნობისთვის, საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენი" 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი 51 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს. 

გამოგვყევით