logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა

1749467602

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ახალი დეპარტამენტი ზედამხედველობას გაუწევს სამინისტროს სისტემაში და მართვაში არსებული უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებს.

დეპარტამენტის ფუნქცია იქნება, ასევე,  პროექტების კოორდინაცია და ხელშეწყობა, მათი მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი, პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.

ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გეგმების შეფასებაში, განხილვასა და შემუშავებაში; პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში.

ასევე, შეისწავლის და გააანალიზებს, მათ შორის ადგილზე მონიტორინგით, პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობას, მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

დეპარტამენტის შექმნის შესახებ სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ივნისს შევიდა.

გამოგვყევით