logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"კოტეჯების 70% დატვირთულია - მომხმარებლების ძირითადი ნაწილი უცხოელია" - სასტუმრო "ჩუბინი"

კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე კოტეჯების ტიპის სასტუმროს "ჩუბინის" დამფუძნებელი, თორნიკე ჩუბინიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ამჟამად, სასტუმრო 70%-იანი დატვირთულობით მუშაობს.

თორნიკე ჩუბინიძის ინფორმაციით, მომხმარებლების ძირითადი ნაწილი უცხოელია, სტუმრების დიდი ნაწილი გერმანიიდან და ჰოლანდიიდან არიან.

"დავიწყებ იმით, რომ კოტეჯების ტიპის სასტუმრო გვაქვს. კერძოდ, 8 კოტეჯს მოვიცავთ, სადაც 24 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, 70%-იანი დატვირთულობით ვმუშაობ. წინასწარი ჯავშნები გვაქვს, მაგრამ სრული ჯავშნის დიდ ნაწილს, არ შეადგენს. უფრო კონკრეტულად, წინასწარ დაახლოებით, 20%-ია დაკავებული.

მოლოდინის კონტექსტში, რომ ვისაუბროთ შარშანდელ წელთან შედარებით, ზრდა არ შეინიშნება, იმავე ტენდენცია გვაქვს. რა იწვევს იმავე ტენდენციის შენარჩუნებას, აღნიშნული საკითხის ჩაშლა გამიჭირდება.

ჩვენ კოტეჯებს ძირითადად უცხოელები სტუმრობენ, მცირე ნაწილი კი, ადგილობრივი მოსახლეობაა. ვიზიტორები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნიდან გვყავს: გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან ჩამოდიან. განსაკუთრებით გამოვარჩევდი: გერმანიასა და ჰოლანდიას. ქართული კერძების მიმართებით გარკვეული სახის ტენდენცია შეიმჩნევა, მოგეხსენებათ ჩვენ კახეთში ვართ და უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებით, მწვადის დაგემოვნება მოსწონს. ამავდროულად, ღვინოსაც აჭაშნიკებენ, რადგან კოტეჯის გარდა, მოგეხსენებათ ჩვენ მარანიც გვაქვს. ღვინის კუთხით, სტუმრებში პოპულარულია ქვევრის, ქარვისფერი ღვინო, თავისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე. გამოწვევების მიმართებით, ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ცნობადობის გაზრდაა", - აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძე.

"ჩუბინის" დამფუძნებელი მარნის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კოტეჯების გარდა, მარანი "ჩუბინიც" აქტიურად მუშაობს. ექსპორტის განხრით კი, კომპანიისთვის ყველაზე დიდი პარტნიორი აშშ-ია. მისივე ცნობით, აშშ-ში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.

"ექსპორტზე აშშ-ში გავდივართ, ასევე საფრანგეთს, ბელგიას, დანიას, სინგაპურს, ჩინეთს და იაპონიას მოვიცავთ. ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი აშშ-ში გვაქვს, იქ დაახლოებით - 5 000 ბოთლ ღვინოს ვყიდით. კონკურენცია ძალიან დიდია, მოგეხსენებათ აშშ-ში დიდი ბაზარია და მთავარი გამოწვევა - ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაა. მიუხედავად ამისა, ტენდენცია მზარდია", - აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარან "ჩუბინისდამფუძნებელმა, თორნიკე ჩუბინიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ ქარვისფერი ღვინის მოხმარება თანამედროვე ტენდენციად ყალიბდება.

ცნობისთვის, კოტეჯების ტიპის სასტუმრო "ჩუბინი" ყვარელში სოფელ შილდაში მდებარეობს. სასტუმრო 8 კოტეჯს მოვიცავთ, სადაც 24 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გამოგვყევით