logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.7%-ით შემცირდა - "საქსტატი"

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.7%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1749453240

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.

2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი - 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 83.6 პროცენტი შეადგინა.

დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

გამოგვყევით