logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ICI PARIS აპლიკაცია და განახლებული საიტი ბაზარზე, სავარაუდოდ, თებერვლიდან გამოჩნდება

ICI PARIS აპლიკაცია და განახლებული საიტი ბაზარზე, სავარაუდოდ, თებერვლიდან გამოჩნდება. როგორც, პარფიუმერული კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლინა ქალდანმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, აპლიკაციაში მომხმარებელს ექნება ე.წ. კაბინეტი, საიდანაც მაღაზიის მობილური ვერსიის ვებგვერდზე გადავა და პროდუქციის შეძენას შეძლებს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზეც შეუძლიათ მომხმარებლებს პროდუქციის ონლაინ შეძენა და კომპანიას მიტანის სერვისი საქართველოს ყველა რაიონში აქვს.

ლინა ქალდანის განცხადებით, ICI PARIS-ის გეგმებში მუდმივად არის გაფართოება, ფილიალების დამატება და განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით.

"შეძლებისდაგვარად ვფიქრობთ, რომ დიდ ქალაქებში კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ბოლო სიახლე რაც გვაქვს ეს არის ის, რომ რუსთაველის გამზირზე 1 კვირის წინ გავხსენით განახლებული ფილიალი, სადაც მომხმარებლებს განსხვავებული დიზაინის სივრცე დახვდებათ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ბრენდების კუთხითაც ნელ-ნელა ახალი დასახელებები დაგვემატება. მომავალში საქართველოში დამატებით ახალი ბრენდების შემოყვანას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომლებსაც ქართველი მომხმარებლები ელოდებიან და ჯერ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის", - აცხადებს ლინა ქალდანი.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ICI PARIS-ის მაღაზიათა ქსელში, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 120 ბრენდია წარმოდგენილი.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე  ICI PARIS  სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. კომპანია  ჯამში 20 ფილიალს ფლობს.  

ICI PARIS  მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

გამოგვყევით