თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია.
თიბისი კაპიტალის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდის ტემპმა 21% შეადგინა. უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად კვლავ იზრდება. ნოემბერში წლიურად 39%-იანი ზრდა ფიქსირდება.
2024 წლის ნოემბერში, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი 42%-ს გაუტოლდა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ზომა 359 ლარამდე შემცირდა, როცა გასული თვის მონაცემებმა მიმდინარე წლის პიკსმიაღწია და 414 ლარი შეადგინა.
რესტორნებსა და კაფეებში, უნაღდო დანახარჯები წლიურად 57%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთეულ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი სექტემბრიდან მოყოლებული მცირდებოდა და ნოემბერში 31 ლარი შეადგინა.
მიმდინარე პერიოდში, უნაღდო დანახარჯებში გართობის სექტორში 7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ისევ მზარდია. უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა 27%-ს გაუტოლდა. 29 ნოემბრის, შავი პარასკევის შემოთავაზებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საშუალო ტრანზაქციის მოცულობაზე, რომელმაც 122 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის წლიური ცვლილება დადებითია.
2024 წლის ნოემბერში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა ნოემბერში წლიდან წლამდე 10%-ით გაიზარდა. სამშენებლო მასალებზე წლიდან წლამდე უნაღდო დანახარჯები 7%-ით გაიზარდა. ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ წლიურად 27% შეადგინა. წლიურად 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა უნაღდო დანახარჯებში ავეჯსა და მოწყობილობებზე. საწვავზე უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს. ნოემბერში 10%-ინი წლიური ზრდა ფიქსირდება, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა. მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, წლიურად 15%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდაა ფარმაციაზე. ნოემბერში, უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა.
"შავ პარასკევს" გაზრდილი ხარჯვების შედეგად შესამჩნევად გაიზარდა თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე და წლიურად 37%-ს გაუტოლდა. ჯანდაცვაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა წლიურად 28% შეადგინა.
ნოემბერში ტრანზაქციების საშუალო მოცულობა 113 ლარს გაუტოლდა. ტელეკომუნიკაციასა და ციფრულ სერვისებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 23%-ით გაიზარდა. ნოემბერში სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში ისევ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა. ჯამურ უნაღდო დანახარჯების განაწილებამ საქონელსა და მომსახურებაზე 66% და 34% შეადგინა, შესაბამისად, მონაცემებიდან გამოიკვეთა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, საქონელზე გაწეული ხარჯების უდიდესი წილი ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ნოემბერში დაფიქსირდა.
2024 წლის ნოემბერში, რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 13% შეადგინა, სურსათზე დანახარჯების წილი, როგორც ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორია ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 25%-ს გაუტოლდა.