logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ბუნებრივია, როდესაც უცხოელი საქართველოში ომის იმიტაციას ხედავს მცირდება მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას, ან ჩადოს ინვესტიციები"

"ბუნებრივია, როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში მცირდება იმის მოტივაცია, რომ ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას, ან ჩადონ ინვესტიციები, თუმცა ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით. როდესაც იყო ეს ვითარება",  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს და მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება, რომ არათუ შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო გაზარდოს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

"წლის პირველ ნახევარში ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი გვქონდა. ჩვეულებრივი მოვლენაა როდესაც წლის განმავლობაში შესაძლოა, ერთი კვარტალი იყო უკეთესი ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. 10 თვის ჭრილში ჩვენ ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. 

რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები მაინც შექმნეს. ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა სიტუაცია მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება.  იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებითაც. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს, რომელსაც ის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს, ყველაფერი დასტაბილურდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

გამოგვყევით