logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

რომელი სამრეწველო პროდუქცია გაძვირდა და გაიაფდა ნოემბერში? - "საქსტატი"

რომელი სამრეწველო პროდუქცია გაძვირდა და გაიაფდა ნოემბერში? - "საქსტატი"

1734681420

2024 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით  გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.6%-იანი  მატება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.4 პროცენტი), რამაც 0.33 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8 პროცენტი) და სასმელებზე (2.0 პროცენტი).

გარდა ამისა, ფასების 2.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 23.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (27.9 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა  შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • კვების პროდუქტები (6.6 პროცენტი) და სასმელები (7.3 პროცენტი);
    • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.17 პროცენტული პუნქტით იქონია
    გავლენა;
    წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია
    გავლენა.

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 2.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.5 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 10.1 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.2 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 13.1 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა
ფასების 9.2 პროცენტიანი ზრდა.

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 9.0 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 28.1 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 7.0 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 14.1 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 14.1 პროცენტით. 

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.2 პროცენტიანი კლება. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 12.2 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 1.3 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 54.8 პროცენტიანი შემცირება.
რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 7.1 პროცენტიანი კლება.

გამოგვყევით