logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი 2026 წლის მაისში გაიხსნება" - ავთანდილ კასრაძე

“2026 წელი არის მნიშვნელოვანი წელი. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მაისში გაიხსნება, ხოლო უფრო ადრე -  მუზეუმის ნაწილი. ასევე, 4 საერთაშორისო აქსელერატორი იწყებს მუშაობს, 2 თებერვლიდან და 2 ივლისიდან, შესაბამისად ყოველ წელს იქნება 4 საერთაშორისო TOP  აქსელერატორი. ამასთან, მნიშვნელოვანი მიმართულებაა უცხოური სტარტაპ ეკოსისტემის მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაჩქარდეს და ტექნოლოგიურ ბიზნესში სამუშაო ადგილები კიდევ უფრო სწრაფად შეიქმნას . საგადასახადო რეფორმა კი შესაძლებლობას გვაძლევს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მივანიჭოთ კომპანიებს და წავახალისოთ ჩვენს ქვეყანაში გადმოსვლისთვის”- - ამის შესახებ, “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებისგან უკვე მიიღეს განაცხადები და მათ GITA აქტიურად ემუშავება. 

“ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამიტებზე და ვხედავთ თუ რამდენად დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი. ქართული სტარტაპების დიდმა რაოდენობამ მოგვმართა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღების მიზნით, ეს პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში უკვე შესაძლებლობა გვექნება პირველი ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გავცეთ კომპანიებზე, რაც უნიკალურ საგადასახადო შესაძლებლობებს აძლევს მათ. ეს ყველაფერი დადებითი სიგნალია ამ ეკოსისტემაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან კარგ კონკურენტულ უპირატესობებს ვქმნით, რათა საქართველოდან შესაძლებელი იყოს გლობალური ბაზრების დაპყრობა, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური, მასშტაბირებადი ბიზნეს პროექტებით,”- ამბობს კასრაძე.

გამოგვყევით