logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია" - ავთანდილ კასრაძე

"ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია" - ავთანდილ კასრაძე

1765480885

IT ინდუსტრიის ზრდა, რომელიც 4 წელში მოხდა, არნახულია - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ სტარტაპ ეკოსისტემის და IT ინდუსტრიის ბოლო წლების პროგრესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს ქვეყანაში 200 მილიონის კერძო საინვესტიციო ფინანსური სარგებელი დაგენერირდა.

“სხვადასხვა უცხოურმა ვენჩურულმა ფონდებმა უკვე განახორციელა ინვესტიციები ქართულ სტარტაპებში. ასევე კრიპტო მიმართულებით ძალიან საინტერესო ინვესტიციები ხორციელდება. ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით, ბოლო საგადასახადო სისტემა, ვგულისხმობ, სტარტაპებისთვის 0%-იანი საგადასახადო რეჟიმს, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

როგორც იცით. გადავედით აქსელერაციის პროგრამაზე და ერთ-ერთ აქსელერატორს უკვე 900 განაცხადი აქვს მიღებული, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის. მათ შორის განაცხადები მიღებულია რეგიონის სტარტაპების მხრიდანაც, ისინი საქართველოში გადმოვიდნენ და დარეგისტრირდნენ, როგორც ქართული კომპანიები და ისე გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია”- ამბობს ავთანდილ კასრაძე.

რაც შეეხება წილს მთლიან შიდა პროდუქტში, მისი თქმით, ქართული კომპანიების წილს დაახლოებით 3-4 წელიწადში დავინახავთ.

“IT ინდუსტრიას, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება უკვე 5%-იანი მაჩვენებელი აქვს მშპ-ში. IT ინდუსტრიის ზრდა, რომელიც 4 წელში მოხდა არნახულია. ეს შეუძლებელი იქნებოდა სწორი პოლიტიკის გარეშე,”- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

გამოგვყევით