logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-სა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

GITA-სა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

1765528095

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ასევე კვლევისა და განვითარების კომერციალიზაციას; ორი ქვეყნის აკადემიურ დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრობის ხელშეწყობას;  ერთობლივი პროექტების განვითარებას, ვებინარების ორგანიზებასა და ქართული და რუმინული სტარტაპების ბიზნეს ინკუბატორისა და აქსელერატორის პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერას.

შეთანხმების თანახმად, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ  სასწავლო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას საერთაშორისო და ეროვნული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, ანალიზისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისის ტექნოპარკში გაფორმდა. GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამებიც გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.

გამოგვყევით