logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-მა "ფრესკოს" შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა დაუდგინა

GCCA-მა "ფრესკოს" შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა დაუდგინა

1765782060

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ფასი მიეწოდა პროდუქტის აწონვის მომენტში, ხოლო სალაროსთან ანგარიშსწორების დროს მან განსხვავებული, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო.

სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშსწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა, როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ - ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს.

ამასთან, რაოდენობრივად ბევრი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ ახერხებს თითოეული საქონლის ფასდაკლების ვადის დამოუკიდებლად გადამოწმებას. ასეთი ვითარება კი მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ მომხმარებელმა ვერ შენიშნოს ფასდაკლების დასრულება და ვერ გააცნობიეროს, რომ კალათში მოთავსებული საქონლის ფასი აღარ შეესაბამება დახლზე მითითებულ ღირებულებას.

 სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.

გამოგვყევით