საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და მონღოლეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და მონღოლეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებას, მხარეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, დოკუმენტების, კვლევებისა და პუბლიკაციების გაცვლას.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, სემეკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმომადგენლებმა მონღოლ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების საკითხები, სატარიფო რეგულირების პრინციპები და მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმები, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვი სისტემა.