logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 9.5%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 9.5%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1765782682

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 216.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, აქედან, ექსპორტი 6 618.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 598.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9 980.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.

გამოგვყევით