logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპმა დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, $12 მლრდ-იანი დახმარების პაკეტი წარადგინა

დონალდ ტრამპმა დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, $12 მლრდ-იანი დახმარების პაკეტი წარადგინა

1765380600

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც სავაჭრო ომებისა და ექსპორტის შემცირების შედეგად, დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პაკეტიდან 11 მილიარდი სოიოს, სიმინდის, ხორბლისა და ბამბის მწარმოებლებს ერთჯერად დახმარებად გადაუნაწილდებათ,  ხოლო დარჩენილი 1 მილიარდი კი სხვა აგროსექტორის მიმართულებებს მოხმარდება.

თეთრი სახლი ამ ნაბიჯს „გარდამავალ მხარდაჭერას“ უწოდებს, ვიდრე ახალი სავაჭრო პოლიტიკა ფერმერებისთვის უფრო სტაბილურ ბაზრებს შექმნის. თუმცა, თავად მეურნეები აღნიშნავენ, რომ პაკეტი მხოლოდ მოკლევადიანი შვებაა და მაღალი საწარმოო ხარჯები, განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარზე შემცირებული ექსპორტი, კვლავაც ყველაზე მძიმე გამოწვევად რჩება.

გარდა ამისა, სავაჭრო დაძაბულობას ზრდის ტრამპის გაფრთხილებაც, რომ წყლის მიწოდების მრავალწლოვანი შეთანხმების დარღვევის ბრალდებით, მექსიკას შესაძლოა 5%-იანი ტარიფი დაეწესოს.

ნია ბაკურაძე 

გამოგვყევით