logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

HONOR-მა რობოტი ტელეფონის პროტოტიპი წარადგინა

კომპანია HONOR-მა „რობოტი ტელეფონის“ პროტოტიპი წარადგინა, რომელიც  ინტეგრირებული მოტორიზებული სტაბილიზატორით და ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. მოწყობილობა შექმნილია იმისთვის, რომ ფიზიკურად იურთიერთოს მომხმარებელთან და გარემოსთან, რაც კომპანიისთვის ფიზიკურ გარემოში მოქმედი AI-ის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.

"როიტერის" ცნობით, მოწყობილობას შეუძლია კამერის მოძრაობა და როტაცია, ის რეაგირებს მოძრაობაზე.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მოგზაურობის კომპანიონი, რომელსაც შეეძლება გარემოს ამოცნობა და მომხმარებლისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება. 

HONOR-მა ასევე წარადგინა Magic V6 დასაკეცი სმარტფონი და ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

გამოგვყევით