logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ცენტრალური გათბობის საერთო სისტემამ ხარჯები შეამცირა და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს" - ვანო მეჭურჭლიშვილი

"ცენტრალური გათბობის საერთო სისტემამ ხარჯები შეამცირა და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს" - ვანო მეჭურჭლიშვილი

1771855457

ცენტრალური გათბობის საერთო სისტემამ ხარჯები შეამცირა და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა ვანო მეჭურჭლიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, სემეკის აღნიშნული რეგულაციით დეველოპერები ინტერესდებიან.

"სემეკი თავის პირობას ასრულებს და წელიწად-ნახევრის წინ გაცხადებულ რეგულაციაზე უკვე კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია ვისაუბროთ. როდესაც საუბარია ინდივიდუალური გათბობის სისტემაზე - აქ ერთ კორპუსში უამრავი გათბობის ქვაბია, ხოლო საერთო სისტემის დროს ერთი საქვაბე გვაქვს. აღნიშნულით უკვე დაინტერესდნენ დეველოპერები და არის კონკრეტული კორპუსები, რომლებიც უკვე ამ რეგულაციით სარგებლობენ. თბილისში ერთ-ერთ კორპუსში მოხმარება ჰქონდა 11 000 მ³. ამ კორპუსში როგორც ყველგან 89% იყო საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მათ ჯამში 7 ათასი ლარი გადაიხადეს, როცა ძველი მიდგომიდან გამომდინარე 14 000 ლარი ექნებოდათ გადასახდელი. ე.ი. ორი თვის განმავლობაში მათ 14 400 ლარზე მეტი ეკონომია გააკეთეს. ეს კონკრეტული მაგალითი მიუთითებს ამ პროექტის წარმატებულობაზე და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს. 

რა თქმა უნდა, ეს პროექტი გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, რადგან რეგულაციის ამოქმედებამდე შემაფერხებელი გარემოებები გათბობის დარგის განვითარებისთვის. როდესაც კორპუსების შემთხვევაში შერეული მოხმარება გვაქვს, სადაც რაღაც პროცენტი საყოფაცხოვრებო მომხმარებელია და პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები - ასეთ მომხმარებლებს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით ერიცხებოდათ ცენტრალური გათბობის მეშვეობით საფასური და ორჯერ უფრო მეტს იხდიდნენ. 

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, დღეს უკვე გვყავს კონკრეტული სამუშაოების შემსრულებელი, შემომტანი, დეველოპერები, ამ საქმიანობას ეწევიან, აქვთ კონკრეტული გამოცდილება და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს გამოცდილება ყველას გავუზიაროთ და ინფორმაცია ყველას მივაწოდოთ", - აცხადებს ვანო მეჭურჭლიშვილი.

 

გამოგვყევით