logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წლის ნოემბერში ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ზრდამ 44.2% შეადგინა

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წლის ნოემბერში ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ზრდამ 44.2% შეადგინა

1765797857

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში  ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 782.3 მლნ. აშშ. დოლარი, ზრდამ წინა წლის ნოემბერთან შედარებით 44.2% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე რეკორდულია იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელიც, კერძოდ,  ჯამურად იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და  6,618.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

„აღნიშნული მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში აქამდე არ დაფიქსირებულა ექსპორტის მიმართულებით. თუ შევხედავთ 11 თვის მაჩვენებლებს, ასევე რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს  - 11 თვის მონაცემებით ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,237.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია. ამასთან, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 9.5%-ით გაიზარდა 23,216.2 მილიონ აშშ. დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა. ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ არსებული მაღალი მაჩვენებლები  საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

 „მთავრობის პოლიტიკა ერთი მხრივ მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის, ზოგადად კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ. მეორე მხრივ საქართველოს მთავრობა აფართოებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან.  მთავრობის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი - როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

"საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში"

"საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში"

გამოგვყევით