logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ავთანდილ კასრაძემ საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს ტექნოპარკში უმასპინძლა

ავთანდილ კასრაძემ საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს ტექნოპარკში უმასპინძლა

1765263515

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  თავმჯდომარემ, თბილისის ტექნოპარკში, საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ტექნოპარკის სივრცის დათვალიერების პარალელურად, ავთანდილ კასრაძემ სტუმარს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.

გამოგვყევით