logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ალფა სახლის" უპრეცედენტო საახალწლო შეთავაზება დიდ დიღომში

"ალფა სახლის" უპრეცედენტო საახალწლო შეთავაზება დიდ დიღომში

1765612500

"ალფა სახლი" უკვე 23 წელია ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია ამ დროის განმავლობაში 19 დასრულებულ პროექტს ითვლის, დღეს კი სამ ლოკაციაზე - გლდანში, დიდ დიღომში და შეკვეთილში - 25 კორპუსის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს.

სანდო გამოცდილება, მრავალწლიანი წარმატებული პროექტები და მაღალი ხარისხის სტანდარტი "ალფა სახლს" ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპანიად აქცევს სამშენებლო სექტორში.

"ალფა სახლი“ დაარსების დღიდან გამორჩეულია განსაკუთრებული შეთავაზებებით, რომელსაც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე აყალიბებს.

დიდი დიღომი - უბანი, რომლის ფასიც ყოველთვიურად იმატებს და მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

აქ ბინას ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც სურთ:

ცენტრალურ უბნებთან ახლო წვდომა;

ახალი, განვითარებული ინფრასტრუქტურა;

მშვიდი და გამწვანებული საცხოვრებელი გარემო.

ზუსტად ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, "ალფა სახლმა“ შექმნა პროექტი, რომელიც არა უბრალოდ კომპლექსია, არამედ “უბანი უბანშია".

"სხვა უბანი“ არის 16 ჰექტარზე გაშენებული ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი მთელს ამიერკავკასიაში - თბილისის ყველაზე ამბიციური პროექტებიდან ერთ-ერთი.

პროექტი მოიცავს:

  • 14 კორპუსს;
  • 22 საცხოვრებელ ბლოკს;
  • 2 საბავშვო ბაღს;
  • სკოლას;
  • 50 000 კვ.მ კომერციულ და საოფისე ფართებს;
  • 3500+ ავტოფარეხს;
  • 60 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონებს;
  • 4 თანამედროვე სტადიონს;
  • იზოლირებულ, გარემონტებულ ლობებს;
  • სკვერებს და მშვიდ დასასვენებელ სივრცეებს;
  • ცალკე გამოყოფილ ზონას ოთხფეხა მეგობრებისთვის.

ეს ნიშნავს, რომ პროექტი ქმნის "უბანს უბანში“ - საკუთარი ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი საზოგადოებრივი სივრცეებით და ისეთი საცხოვრებელი კომფორტით, რომელიც უკვე თბილისის ახალ სტანდარტად იქცევა.

“ალფა სახლის” საახალწლო შეთავაზების ფარგლებში უპრეცედენტო შეთავაზებით შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა შიდა განვადებით - კვადრატული მეტრი $905-ად, თვეში 550 ლარად.

ალფა სახლში ბინები "სხვა კარკასის" კონდიციით ბარდება, რაც გულისხმობს, რომ თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი გრჩებათ გასაკეთებელი.

ამავე უბნებში 70 კვ.მ თეთრი კარკასი ხშირად იგივე ღირებულებას აღწევს, რასაც დღეს მომხმარებელი იხდის "სხვა უბანში“ 95 კვ.მ ფართობზე.

ანუ საახალწლო შეთავაზებით თქვენ იღებთ:

25 კვ.მ-ს პირდაპირ საჩუქრად;

რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობა, რაც ათასობით ლარის და დროის ეკონომიას ნიშნავს.

მყიდველების უმეტესობისთვის მთავარი დაბრკოლება ხშირად, მაღალი თვიური გადასახადია. ამ შეთავაზებაში კი პირიქით - პირობები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. ვინც დღეს ქირაში ორჯერ მეტ თანხას იხდის, შეუძლია ნახევარი თანხით უკვე საკუთარი ბინა იყიდოს. ეს ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ბინის შეძენამდე კიდევ დიდი დრო დასჭირდებოდა. “საკუთარი ჭერი ყველას” - სწორედ ამ ლოზუნგით დაიწყო “ალფა სახლმა” მოღვაწეობა და ჩვენი შეთავაზებებიც სწორედ ამ კამპანიას ეფუძნება.

ალფა სახლის პროექტებში ყველა ეტაპზე ფასი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. არც ერთი შეთავაზება არ დაბრუნებულა უკან, სწორედ ამიტომ, 905$ არის ფასი, რომელიც 31 დეკემბრის შემდეგ უბრალოდ ისტორიას დარჩება.

გაითვალისწინეთ, შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 31 დეკემბრამდე.

დღესვე გაიარე კონსულტაცია “ალფა სახლის” უძრავი ქონების ექსპერტებთან, რათა არ დაკარგო შანსი - ისარგებლო საახალწლო შეთავაზებით.

გამოგვყევით