logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"რეგიონი უფრო მეტად იპყრობს ინვესტორების ყურადღებას" - ავთანდილ კასრაძე

“2025 წელი სიახლეების წელი იყო და ბევრი საინტერესო სიახლე განხორციელდა ჩვენი ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემაში, თუმცა ჯერ კიდევ სისტემის შენების პროცესში ვართ” - ამის შესახებ, “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

“პირველი ათწლეული გავიარეთ მხოლოდ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე ძლიერი ეკოსისტემაა, თუმცა ადრეული ეტაპის. ვხედავთ, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ერთი ვენჩურული ფონდის შემოყვანა ჩვენთვის სასიხარულო იყო, ახლა უკვე რამდენიმეა, რომლებიც ქართულ სტარტაპებში ინვესტიციებს ახორციელებენ. ასევე, საერთაშორისო ღონისძიებებზე ჩვენი მონაწილეობის მიმართ ინტერესი ორჯერაა გაზრდილი, მაგალითად, თუ ვებ-სამიტზე პორტუგალიაში, ევროპის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ გამოფენაზე პირველად წარვსდექით და 150 ადამიანი დაესწრო, საქართველოში ჩატარებულ სამიტზე წელს ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა, და რომელსაც საინვესტიციო ფონდები და უცხოური სტარტაპები დაესწრნენ, ისინი დაინტერესდნენ იმ საგადასახადო სისტემით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციურ სტარტაპებს სთავაზობთ და დაინტერესდნენ ოპერირების საქართველოში გადმოტანაზე,”- ამბობს ავთანდილ კასრაძე.

მისი თქმით, რეგიონი უფრო მეტად იპყრობს ინვესტორების ყურადღებას და რა თქმა უნდა აქ საქართველოს ცენტრალური როლი უკავია.

“რა თქმა უნდა, საქართველოს უნიკალური უპირატესობა აქვს. ეს ყველაფერი კი დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო სიგნალს იძლევა ინვესტორებისთვის.  ამიტომ ჩვენი ამოცანა არის იმისკენ მიმართული, რომ ტალანტის კულტივაცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო გაიზარდოს წამყვანი სპეციალისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, იმისთვის რომ გლობალური პროდუქტები შეიქმნას და უფრო მეტად საინტერესო ვიყოთ საერთაშორისო ინვესტორებისთვის” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

გამოგვყევით