logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" მომდევნო 5 წელში ₾2 მლრდ-მდე ინვესტიციას განახორციელებენ - სემეკის გადაწყვეტილება

"თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" მომდევნო 5 წელში ₾2 მლრდ-მდე ინვესტიციას განახორციელებენ - სემეკის გადაწყვეტილება

1765540887

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)  საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები დაამტკიცა. 

საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“  ჯამში1,964,369,002 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

სს „თელასი“ 2026-2030 წლებში 400,308,116  ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელედება 1,564,060,886 ლარის ინვესტიცია. საინვესტიციო გეგმები ითვალისწინებს სააბონენტო ქსელში ჭკვიანი მრიცხველების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.

გამოგვყევით