logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა

GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა

1765867430

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA)  „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. 

განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელმა ისარგებლა „კატარის ავიახაზებით“, რა დროსაც დაზიანდა მისი ჩემოდანი და მან აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა კომპანიას შესაბამისი რეაგირებისთვის, რაზეც „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალისგან უარი მიიღო.

მომხმარებელმა კომპანიას მიმართა დადგენილი წესების თანახმად, 7-დღიან ვადაში, ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით, თუმცა კომპანიის უარი დაეფუძნა იმ მიზეზს, რომ განაცხადი შევსებული არ იყო აეროპორტის ტერიტორიაზე. 

სააგენტოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელი დაეყრდნო მოვაჭრის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც - ბარგის დაზიანების შემთხვევაში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ბარგის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. აღნიშნული პირობა წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულების არსებით კომპონენტს, რადგან იგი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებას, მოითხოვოს მომსახურების შეუსრულებლობის/ნაკლოვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება: ბარგის დაზიანების შეფასება და ზიანის ანაზღაურება.

გამოგვყევით