საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და "შუა დერეფანი" სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა როლანდ პრაისმა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას "შუა დერეფანის" პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. "შუა დერეფანი" სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან.
საქართველოს როლს რაც შეეხება - საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა "შუა დერეფანში".
რა იქნება 2030 წელს? ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა ქვეყნების შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ კომერციაზე, ვსაუბრობთ კერძო სექტორზე. როგორც კი იქნება საერთო ხედვა და საერთო ვალდებულება ამ დერეფნის განვითარების შესახებ, ვფიქრობ, რომ არაფერი იქნება შეუძლებელი. ვფიქრობ, მოხსენების მთავარი დასკვნა არის ის, რომ დერეფანი შეიძლება გამოვიყენოთ,არა მხოლოდ როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, საქონლის ევროპიდან აზიაში შემოტანის მიზნით, არამედ ის დაეხმარება რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარებას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა ამ რეგიონის ქვეყნებისთვის,'-აცხადებს როლანდ პრაისი.