logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 4.9%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 4.9%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1765352971

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში წინა თვესთან შედარებით 0.2% გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს "საქსტატი" ავრცელებს.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს - სტატისტიკის თანახმად, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი მუდმივი საგადასახადო განაკვეთებით (HICP-CT)  ზომავს სამომხმარებლო ფასების ცვლილებას პროდუქტებზე საგადასახადო განაკვეთების ცვლილების ზემოქმედების გარეშე დროის იმავე პერიოდში.

ადმინისტრირებადი სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP-AP) გაიანგარიშება პროდუქტებისთვის, რომელთა ფასებსაც ადგენს ან მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები ან ზედამხედველობის ორგანოები.

გამოგვყევით