„კორუფციის დაბალი დონე, კორუფციის აღმოფხვრა, მასთან ბრძოლა მრავალი ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე ქვეყანა, მაგრამ კორუფცია, ბუნებრივია, მიუღებელია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ფაქტები და ობიექტური შეფასებები, საქართველო კი ყველა საერთაშორისო რეიტინგით და შეფასებით მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე კორუფციის დაბალი დონით.ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორუფციის დაბალი დონის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შედეგები.
„ამა თუ იმ სფეროში ნებისმიერი მიღწევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამით კმაყოფილი და არ უნდა ვისახავდეთ მიზნად უფრო დიდი შედეგის მიღწევას. შესაბამისად, ჩვენთვის აქაც სტანდარტის კიდე უფრო მაღალ დონეზე აწევაა ძალიან მნიშვნელოვანი. კორუფციის დაბალი დონე, მასთან ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმართულებაა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.