logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მონაწილეობს

1738594198

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში  ყოველწლიური საერთაშორისო  საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 იმართება. საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის  გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ფორუმის მონაწილეებს და ვიზიტორებს  ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების პოტენციალს აცნობენ.

"საავიაციო ფორუმი მისასალმებელი სიტყვით Connect-ის დამფუძნებელმა, კარენ ბუტომ და ქალაქ ჟირონას მერმა გახსნეს. რიგით 21-ე  ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მონაწილეობს. ფორუმზე განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სფეროების კიდევ უფრო განვითარებასა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.

Connect 2025-ის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები B2B  შეხვედრებს მართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან. სამი დღის განმავლობაში საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება (UAG) 30-ზე მეტი შეხვედრას მართავს.

მსგავსი სახის ფორუმები საქართველოსთვის საშუალებას იძლევა არსებული ავიაკომპანიები ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან თანამშრომლობას,"-ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით