logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

1746606928

სს „საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. შესაბამისი ცვლილება  საჯარო რეესტრში უკვე აისახა.

დოკუმენტის მიხედვით, დავით ფერაძე გათავისუფლდა რკინიგზის გენერალური დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად, ახალ დირექტორად ლაშა აბაშიძე აირჩიეს.

ცნობისთვის, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

გამოგვყევით