logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ადამიანებმა არ იციან, რა სარგებელი შეუძლიათ მიიღონ მზის სისტემებისგან" - Ecoville

გამოწვევები რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში არსებობს, მზის სისტემებზე ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება - ამის შესახებ მზის პროექტებზე მომუშავე კომპანია Evoville-ს ხელმძღვანელი ტიგრან ოხანიანი აცხადებს.

მისი თქმით, ცნობიერების ასამაღლებლად, საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარებაა საჭირო.

"ადამიანებმა არ იციან რა სარგებელი შეუძლიათ მიიღონ მზის სისტემებისგან. ვფიქრობ, მთავრობამ კერძო სექტორთან და მედიასთან ერთად უნდა ჩაატაროს კამპანია, საგანმანათლებლო პროექტები მზის ენერგიის სარგებლიანობასთან დაკავშირებით” - აცხადებს ტიგრან ოხანიანი.

მისი განმარტებით, Ecoville რამდენიმე წელია ოპერირებს სომხეთში და საქართველოს ბაზარზე ახალი შემოსულია. კომპანია ორიენტირებულია მზის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელებაზე საცხოვრებელ და კომერციულ სექტორში.

“საქართველოში ორიენტირებული ვართ კომერციულ სექტორზე და ვცდილობთ დავეხმაროთ ქარხნებსა და საწარმოებს მზის პროექტები განახორციელონ და დაზოგონ ენერგიის ხარჯები. ასევე, ვცდილობთ ჩავატაროთ ტრენინგები მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ინდუსტრია იზრდება და მზის ენერგიის მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ ” - ამბობს ტიგრან ოხანიანი.

გამოგვყევით