„ამერიკა-ირანს შორის ურანთან დაკავშირებული შეთანხმება თუ შედგა, ეს შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს აშშ-ში ინფლაციის პრობლემის მოგვარების“- ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა, რატი კალანდარიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ინფლაციის პრობლემა აშშ-ში ბოლომდე მოგვარებული არ არის, შესაბამისად, აშშ-მ შესაძლოა აღნიშნული პროდუქტების ფასების გაძვირების დასაბალანსებლად გამოიყენოს.
„თუ გარკვეული მოლაპარაკება, შეთანხმება შედგა, ეს ბუნებრივია ნავთობის ფასების გაძვირების წნეხს შეამცირებს. ამ ეტაპზე ეს წნეხი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა, თუ იარსებებს იმ წნეხს შეამცირებს. აშშ-ს ადმინისტრაცია იაფ ნავთობს ხშირად იყენებდა ხოლმე ინფლაციის სამართავად, რის შედეგადაც, საშუალებას აძლევდა ცენტრალურ ბანკს, ამ შემთხვევაში აშშ-ს ფედერალურ რეზერვს, რომ შედარებით უფრო მსუბუქი მონეტარული პოლიტიკა გაეტარებინა. შესაბამისად, შეიძლება ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს აშშ-ში ინფლაციის პრობლემის მოგვარების, რომელიც კოვიდის დროიდან მოყოლებული არსებობს - თითქმის მოგვარებულია, მაგრამ ბოლომდე მოგვარებული ნამდვილად არ არის. ინფლაციური წნეხი, რაც ნეგატიურად მოქმედებდა, პროდუქტების ფასებს აძვირებდა, შესაბამისად, ამის რაღაცით დაბალანსება აუცილებლად სჭირდებათ და ერთ-ერთი საშუალება ამის დაბალანსების ბუნებრივია არის ნავთობის ფასის შემცირება და შესაბამისად ეს შეთანხმებაც შეიძლება ერთ-ერთი ნაწილი იყოს ამ ყველაფრის,“- განაცხადა რატი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, ირანი ჰორუმის სრუტეზე მდებარეობს, სადაც მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 30% გადის.