logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 51.1%-ით შემცირდა" -  Galt & Taggart

2025 წლის პირველ 9 თვეში წლიურად ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 51.1%-ით შემცირდა და 0.5 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ  Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი

მათივე ცნობით, ექსპორტის სეზონი მაისის თვეში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. ამასთან, მთავარი საექსპორტო ბაზარი 78.5%-იანი წილით კვლავ თურქეთი იყო.

"ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების კლებას.

2025 წლის 9 თვეში, ტოპ-3 ექსპორტიორი თურქეთისთვის "ბუქაფ სოლუშენზი", "აჭარა ენერჯი 2007" და "საქართველო ურბან ენერჯი" იყო. ამასთან, სომხეთის მიმართულებით ძირითადი ექსპორტიორი "ქროს ბორდერ ტრეიდინგი" გახლდათ. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიმართულებით 52.6 გვტ.სთ-ის ექსპორტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განახორციელა, რომლის მიზანიც თურქეთთან ისტორიული ვალის დაფარვა იყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის პირველ 9 თვეში, თითქმის განახევრდა (-52.0% წ/წ) და 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"კლება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის კლებას უკავშირდება. ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტი შეადგინა (-1.8%)", - ვკითხულობთ კვლევაში.

გამოგვყევით