საქართველოს ეროვნული ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ღონისძიება გამართა.
კონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკისა“ და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი-ს“ მხარდაჭერით 12 აგვისტოდან მიმდინარეობდა.
კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლებას. მასში მონაწილეობის მისაღებად 18-29 წლის ახალგაზრდებს მოკლე საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოები უნდა შეექმნათ, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციის, ბიზნესის დაწყების ან ე.წ. „სტარტაპის“ განვითარების იდეას, ასევე, მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების საჭიროებას, მის კავშირს ბიზნესის წარმატებასთან.
27 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, გაიმართა კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, სადაც ორგანიზატორებმა ფინალისტები და მათი ნამუშევრები წარადგინეს და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. შეხვედრაზე გამოვლინდა, ასევე, ოთხი გამარჯვებული, საიდანაც სამი ჟიურის შეფასებით, ხოლო მეოთხე,“ მომხმარებლის რჩეული“, ფინედუს Facebook გვერდზე მომხმარებელთა რეაქციების მიხედვით დასახელდა.
გამარჯვებულები კი გახდნენ:
I ადგილი - ბესარიონი ჩხუტიაშვილი.
II ადგილი - ანრი აზრუმელაშვილი.
III ადგილი - ვაჩე ჩარკვიანი.
„მომხმარებლის რჩეული“ - თამარ ყალაბეგაშვილი.
ფინალისტებისა და გამარჯვებულების ვიდეობი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
გამარჯვებულები ულადი პრიზებით დააჯილდოვეს სს „ბაზისბანკმა“, სს „კრედო ბანკმა“ და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, არაერთ ახალგაზრდულ პროექტს ახორციელებს. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის, 12 აგვისტოსადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება კი უკვე ტრადიციად იქცა და მიმდინარე წელს ის უკვე მეოთხედ აღინიშნა.