საბანკო სექტორში ახალი გარიგების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც სებ-ი აცხადებენ, აღნუშნულ საკითხზე ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს.
"მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული კუთხით საქართველოს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს, კანონმდებლობის თანახმად, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა,"- აცხადებენ სებ-ში.
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაზისბანკი" "ლიბერთის" შეძენითაა დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რაც შეეხება საქართველოს საბანკო სექტორს, ის 17 კომერციული ბანკით და 2 მიკრობანკით არის წარმოდგენილი.