logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საშუალო ხელფასი 4 წლის წინ თუ დაახლოებით ₾1200 იყო, ახლა ₾2000-ს არის გადაცილებული" - პრემიერი

"საშუალო ხელფასი 4 წლის წინ თუ დაახლოებით ₾1200 იყო, ახლა ₾2000-ს არის გადაცილებული" - პრემიერი

1744880023

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ნომინალურმა ეკონომიკამ 13 500 დოლარს უნდა მოაღწიოს, რომ ქვეყანაში სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საშუალო ხელფასი ოთხი წლის წინ თუ დაახლოებით 1200 ლარი იყო, ახლა 2000 ლარს არის გადაცილებული. დასაქმების ნაწილში ამ 3 წელიწადში 195 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა და ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით ფული 195 000 ადამიანით მეტს შეაქვს და რას ნიშნავს ეს მოსახლეობაზე არ აისახება?  რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ხალხი ბედნიერია.

2012 წელს 30% იყო სიღარიბე , 2023 წლის მონაცემით,  11,8%-მდეა ჩამოსული . იმედი გვაქვს, რომ  2024 წლის მონაცემებში 10%-მდე უნდა იყოს შემცირებული. 9000 დოლარს გადასცდა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი და დაახლოებით 13 500 დოლარს უნდა მოაღწიოს რომ საზოგადოებას პრობლემები არსებითად მოუგვარდეს. 2028 წლის ბოლოს სიღარიბე 4%-მდე უნდა შემცირდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე ინფორმაციით, დეკემბერში, ეგრეთ წოდებული ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სამ თვეში ქვეყანა ეკონომიკური კუთხით ჩამოიქცეოდა,და ეს მოხდებოდა სანქციების და ზოგადად, გლობალური პრობლემების ფონზე. გავიდა სამი თვე და ჩვენ მყარად ვდგავართ.  

გამოგვყევით