logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურმე" სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 40%-იან ზრდას ელოდება

პასკების წარმოება 7 აპრილს დავიწყეთ. ასევე, კორპორაციული შეკვეთებს მარტის ბოლოდან ვიღებთ და აღდგომის ბოლომდე, ჯამში 40%-იან ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ საკონდიტრო "გურმეს" გაყიდვების მენეჯერმა რუსა მუზაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე კონკურენცია ყოველ წელს იზრდება, თუმცა კომპანია ხარისხით და შესაბამისი ფასით ყოველთვის ცდილობს, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს.

"წელს ისევე როგორც ყოველთვის აქტუალურია პასკები: ქიშმიშით, ცუკატებით, შოკოლადით და ასევე, ხაჭოს პასკა ბევრი ჩირეულით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სააღდგომო პროდუქციაზე მოთხოვნა, ამ ეტაპზე, 30%-ით არის გაზრდილი. სააღდგომოდ გვაქვს 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, მათ შორის, პასკა ქიშმიშით, შოკოლადით, ქიშმიშით და შოკოლადით, ცუკატებით, ცუკატით და ქიშმიშით, ქიშმიშის გარეშე, შოკოლადის მარცვლებით, პასკა "ნუთელას" კრემით და ნუშის ფანტელებით, ასევე, ხაჭოს პასკა და პასკა დეკორით. ყველაზე მოთხოვნადია კლასიკური პასკა ქიშმიშით, ასევე ხაჭოს პასკა", - აცხადებს რუსა მუზაშვილი.

ცნობისთვის, "გურმე" ბაზარზე 12 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, მირიან მეფის 70 ნომერში მდებარეობს. ასევე,  "გურმეს"  2 კაფე აქვს, რომლებიც ასევე, თბილისში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო, რომელიც კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. 

გამოგვყევით