logo
Loading data...

დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა

დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა

1714052880

საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ  პირველი აპრილისთვის 51.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით (+2.6%.m.m) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე 

მარტში ვადიანი ანაბრები 706.91 მლნ ლარით გაიზარდა (+3.35%m.m), მოთხოვნამდე დეპოზიტები 607მლნ ლარით,(+ 2.07%m.m). 

მარტში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.17 პროცენტული პუნქტით, 50.33%-მდე გაიზარდა.

მარტში ვადიან დეპოზიტების საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულის 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.6% შეადგინა.

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით