logo
Loading data...

ენერგეტიკის დაკრედიტების წილი 3.3%-ია

ენერგეტიკის დაკრედიტების წილი 3.3%-ია

1714404480

ბანკების კორპორაციული სესხების პორტფელში ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტების წილი 3.3%-ია. გასულის წლის გაზაფხულის მაჩვენებელთან შედარებით ზრდაა, 0.8 პროცენტული პუნქტით.

სებ-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი საკრედიტო რისკით და მაღალი დოლარიზაციით;

მშენებარე ჰესებში 1 MW-ზე დანახარჯების და შეფასების ანალიზისას გამოვლინდა რომ ბანკები პროექტების შეფასებისას ადეკვატურ მიდგომებს იყენებენ და საშუალო ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენს.

მსესხებლების ანალიზისას გამოვლინდა, რომ ბანკების მიერ შეფასებული P90 სცენარის მონაცემები უფრო მეტად შეესაბამება ფაქტიურ გენერაციებს, ხოლო P75 სცენარის მონაცემები ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება მას.

EBITDA მარჟა მშენებარე სადგურებში საშუალოდ 85%-ს, ხოლო ოპერირებად სადგურებში 75%-ს შეადგენს.

ენერგეტიკის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი მიუთითებს სექტორის ფინანსურ მდგრადობასა და შოკების შთანთქმის შესაძლებლობას.

კვლევაში წარმოდგენილ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის გენერაციის მაღალი ეფექტიანობა განპირობებულია ქვეყნის ხელსაყრელი ლანდშაფტითა და კლიმატური პირობებით. 

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით